წესები და პირობები
შპს „ფინანსური მესინჯერი“ · Financial Messenger LLC · ს/კ 405706918 · ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი
Mybuy.ge არის განცხადებების ონლაინ-პლატფორმა, რომელსაც მართავს შპს „ფინანსური მესინჯერი“ (ს/კ 405706918), მისამართი: Georgia, Tbilisi, Vake district, Ilia Chavchavadze ave N27 (შემდგომში „კომპანია“). საიტით სარგებლობით ეთანხმებით ამ წესებს.
1. ანგარიში
- განცხადების დამატება, ყიდვა, კომენტარი და შეფასება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
- მომხმარებელი პასუხისმგებელია მითითებული მონაცემების სიზუსტესა და პაროლის დაცვაზე.
- ერთი ელფოსტა / ნიკნეიმი — ერთი ანგარიში.
2. განცხადებები
- განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია განმთავსებელი. აკრძალულია კანონით აკრძალული, ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან სხვისი უფლებების დამრღვევი განცხადებები.
- კომპანიას უფლება აქვს წესების დამრღვევი განცხადება ან ანგარიში შეაჩეროს ან წაშალოს.
- გარიგება იდება უშუალოდ მყიდველსა და გამყიდველს შორის; კომპანია არ არის გარიგების მხარე, თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის მითითებული.
2.1. აკრძალული შინაარსი და მოდერაცია
- აკრძალულია: პორნოგრაფია და სექსუალური შინაარსის ფოტოები, სექს-მომსახურება; ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათი მოხმარების საშუალებები და რეკლამა; იარაღი და საბრძოლო მასალა ლიცენზიის გარეშე; ყალბი დოკუმენტები; სისასტიკის ამსახველი ფოტოები; უხამსი სიტყვები, შეურაცხყოფა, მუქარა და სიძულვილის ენა განცხადებებში, კომენტარებსა და შეფასებებში.
- ყოველი ფოტო და ტექსტი გამოქვეყნებამდე ავტომატურად მოწმდება. დარღვევის შემთხვევაში ფოტო ან ტექსტი არ ქვეყნდება, საეჭვო განცხადება კი იმალება ადმინისტრაციის შემოწმებამდე.
- ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაასაჩივროს განცხადება, კომენტარი ან შეფასება ღილაკით „🚩 გასაჩივრება“. რამდენიმე საჩივრის შემდეგ განცხადება ავტომატურად იმალება შემოწმებამდე.
- წესების დარღვევისთვის კომპანია შლის შინაარსს და ბლოკავს ანგარიშს. კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნების შემთხვევაში ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს.
2.2. ყიდვა-გაყიდვა და მიწოდება
- Mybuy.ge განცხადებების პლატფორმაა და არ არის გარიგების მხარე. ნივთის ფასს, გადახდისა და გადაცემის პირობებს მყიდველი და გამყიდველი თანხმდებიან პირდაპირ; კომპანია ამ თანხას არ იღებს და მის ხარისხზე პასუხს არ აგებს.
- ამჟამად საიტი არ ახორციელებს ონლაინ შეკვეთას და მიწოდებას. კურიერული მომსახურება და ამანათების მიწოდება მთელ საქართველოში დაგეგმილია; ამოქმედებამდე ეს წესები განახლდება და მომხმარებლებს ეცნობებათ.
- საეჭვო განცხადების ან მომხმარებლის შესახებ შეგვატყობინეთ — კომპანია უფლებამოსილია წაშალოს განცხადება ან დაბლოკოს ანგარიში.
3. ფასიანი სერვისები (რეკლამა)
კომპანია სთავაზობს განცხადების დარეკლამების ფასიან სერვისებს:
- TURBO — 25 ₾, 7 დღე
- VIP — 15 ₾, 7 დღე
- TOP — 7 ₾, 3 დღე
- COLOR — 4 ₾, 7 დღე
- BUMP — 2 ₾, ერთჯერადი
- ფასები მითითებულია ლარში.
- გადახდა ხდება ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გადახდის გვერდზე. კომპანია ბარათის მონაცემებს არ ინახავს.
- სერვისი ირთვება ავტომატურად, ბანკის მიერ გადახდის დადასტურებისთანავე, და მოქმედებს მითითებული ვადით. გადახდის შესახებ ქვითარი იგზავნება ელფოსტაზე.
- თანხის დაბრუნების პირობები — იხ. „დაბრუნების პოლიტიკა“.
4. პასუხისმგებლობა
კომპანია ცდილობს საიტის უწყვეტ მუშაობას, თუმცა არ იძლევა გარანტიას, რომ ის მუდმივად შეცდომების გარეშე იმუშავებს. კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლებს შორის გარიგების შედეგზე.
5. კონტაქტი
info@mybuy.ge, +995 574 80 28 31